არსენალის მმართველმა დირექტორმა ვინეი ვენკატეშამმა, The Times-თან ინტერვიუში, ლონდონის გუნდის მთავარ მწვრთნელ მიშელ არტეტზე ისაუბრა.
„გუნდი, რომელიც მან ტექნიკურ დირექტორთან და თანამშრომლებთან ერთად შექმნა, ძალიან ძლიერია. ჩვენ გვყავს ბიჭი, რომელიც ნამდვილად ისწრაფვის წარმატებისკენ, მაგრამ იგი ამას აკეთებს ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების პატივისცემით. ჩემი აზრით, მიკელი ძალიან ძლიერი პიროვნებაა”, – განაცხადა ვენკატეშამმა.
შეგახსენებთ, რომ არტეტას ხელმძღვანელობით ლონდონის არსენალი 13 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა, თუმცა გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოიგო და პლეიოფში გავიდა.





