ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ წყდება. ფეხბურთის სპეციალისტები, ყოფილი თუ მოქმედი მწვრთნელები და თავად ფეხბურთელები საკუთარი მოსაზრებას თამამად გამოთქვამენ.
ამჯერად კომენტარი ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულმა ყოფილმა დამრიგებელმა არსენ ვენგერმა გააკეთა და ეს იდეა დიდად არ მოიწონა.
„მე არ ვიცი რა დგას და იმალება ამ პროექტის უკან, მაგრამ ვფიქრობ ეს წამოწყება დიდხანს ვერ გაგრძელდება. უფრო მედიც – ვიტყოდი, რომ ეს ცუდი იდეაა.
აუცილებელია, რომ ფეხბურთი ერთიანი დარჩეს, რასაც აღნიშნული პროექტი თავისი არსით ეწინააღმდეგება.
წლების მანძილზე პრემიერლიგაში ვმუშაობდი და ვიტყოდი, რომ ეს დიდი საფრთხეა ინგლისის ჩემპიონატისთვის“ – აღნიშნავს ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი.





