„ნაკრებში დაბრუნება ნამდვილად არ მსურს“, – ამის შესახებ თემურ ქეცბაიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემა „სპორტი დიდ ქალაქში“ სტუმრობისას, ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე, კვიპროსულ გუნდს შუა გზაში ვერ მიატოვებს.
„ნამდვილად არ მსურს დაბრუნება. უმუშევარი არ ვარ და კარგი სამსახური მაქვს. არ მიყვარს როდესაც საქმეს აკეთებ და შემდეგ შუა გზაზე მიატოვებ. მაშინ, როდესაც ნაკრები ჩავიბარე ორი გუნდი გავიყვანე ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დამირეკეს და უარი ვერ ვთქვი. სიმართლე რომ გითხრათ, ამან ჩემთვის, როგორც მწვრთნელის განვითარებაზე კარგი როლი არ ითამაშა. ამ დრომდეც მირეკავენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ანორთოსისში დაწყებულ საქმეს შუა გზაში ვერ მივატოვებ“, – აღნიშნა 52 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2010-1014 წლებში წვრთნიდა.





