იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ინტერმა“ იოლი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. „ნერაძურიმ“ შინაურ კედლებში „ჯენოას“ უმასპინძლეს და 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.
ამ გამარჯვებით „ინტერმა“ 56 ქულა დააგროვა და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა, თუმცა ანტონიო კონტე ფრთხილობს და მოვლენებს წინ არ უსწრებს.
„წინ კიდვ 14 ტურია. ასე რომ ზეიმის დაწყება ჯერ ნაადრევია. ინტერში როდესაც მოვედი მთავარ მიზნაც ჩემპიონობა არ დაუსახავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ამბიციებზე უარი გვეთქვა.
დღეს სუსტი მეტოქე არ გვყოლია. ბოლო პერიოდში ჯენოამ საკმაოდ მოუმატა და გუნდი კარგ ფორმაშია. ამიტომაც, მათთის 3 გოლის გატანა სასიამოვნო შეგრძნება იყო. ჩვენ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ვვითარდებით.
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობთ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას არ ვიმსახურებდით. ამ ფაქტმა ძალზედ დაგვამწუხრა. ახლა რომ ისევ იქ ვიყოთ, აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით“ – აღნიშნა „ინტერის“ დამრიგებელმა ანტონიო კონტემ.








