ჩენმიონთა ლიგიდან და საერთოდ ევროტურნირებიდან გამოთიშვის შემდეგ, „ინტერს“ სხვა გზა აღარ დარჩენოდა გარდა მთლიანად შინაურ ასპარეზზე გადართვისა. მილანურ გუნდს ჩემპიონატში მაღალი მიზნები ამოძრავებთ, რაც სატურნირო ცხრილში მათი პოზიციითაც აისახება. „ინტერი“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება მოსისხლე მტერ „მილანს“.
„ნაპოლის“ დმარცხებით, ანტონიო კონტეს შეგირდებმა შეიძლება ითქვას ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინეს და ხასიათი გამოიკეთეს. „ინტერმა“ მეტოქეს ლუკაკუს გოლით მოუგო.
„ადვილი არ ყოფილა. ნაპოლი შესანიშნავი გუნდია და დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწიეს. ბიჭებს ვუთხარი, რომ ამ მატჩის მოგება მეტ თვითრწმენას შეგვმატებდა.
სანახაობრივი თამაში არ გამოვიდა, რადგან მოედანზე უფრო ტაქტიკური ომი გაჩაღდა. ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილობდა, რადგან მეტად მნიშვნელოვანი მატჩი იყო. შეიძლება ითქვას 6 ქულიანი დაპირისპირებაც, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი მოგებით დასრულდა.
„ნაპოლი“ საკმაოდ ამბიციური გუნდია. ბოლო პერიოდში ეს გუნდი ყოველთვის იტალიის ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არის“ – აღნიშნა ანტონიო კონტემ.





