იტალიის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი, ლორენცო ინსინიე კარიერას “ტორონტოში” გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლორენცომ ახალ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის წლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება. იტალიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში 24-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ინსინიე “ნაპოლის” ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, გამოცდილმა ფეხბურთელმა, კლუბთან ერთად 2 იტალიის თასი და 1 იტალიის სუპერთასი მოიგო. 30 წლის ფეხბურთელმა იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 414 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა და 91 საგოლე გადაცემა შეასრულა.
✍️ 𝙐𝙣 𝙢𝙤𝙢𝙚𝙣𝙩𝙤 𝙨𝙩𝙤𝙧𝙞𝙘𝙤@Lor_Insigne | #TFCLive pic.twitter.com/iAo60wldTq
— Toronto FC (@TorontoFC) January 8, 2022








