30 წლის ბერძენი ფეხბურთელი კოსტას მანოლასი კარიერას მშობლიურ “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს. ინფრომაციას ბერძნული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მანოლასი “ოლიმპიაკოსმა” იტალიური “ნაპოლიდან” 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ფეხბურთელი ახალ გუნდში თამაშს იანვრიდან შეძლებს.
მანოლასი აქამდე “ოლიმპიაკოსის” რიგებში 2012-2014 წლებში გამოდიოდა.
30 წლის ბერძენ ფეხბურთელს მშობლიური ქვეყნის სხვადასხვა გუნდებში, ასევე იტალიურ “რომასა” და “ნაპოლიში” უთამაშია.