ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს ანდრეს ინიესტას მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. შედეგად, 36 წლის ფეხბურთელს დიდი დრო – დაახლოებით 4 თვე გაუცდება.
როგორც ვიცით, ამჟამად ინიესტა იაპონურ „ვისელ კობეს“ ღირსებას იცავს. მან აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „სუვონ სამსუნგის“ წინააღმდეგ მარჯვენა ბარძაყის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ესპანელს ოპერაცია ბარსელონაში ჩაუტარდა.
36 წლის ვეტერანი იაპონურ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს და 63 ჩატარებულ მატჩში 13 გოლი გაიტანა.





