მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე “დილას” მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილება და არბიტრის გადაწყვეტილებებით გაღიზიანება არ დამალა:
“ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი განწყობილნი იყვნენ საბრძოლველად და კარგი თამაშისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავად, ვერ შევძელით პირველივე ტაიმში გოლის გატანა, რაც მატჩს სულ სხვა რელსებზე გადაიყვანდა. აქვე აღვნიშნავ, რომ მეტოქისთვის არანაირი შანსი არ მიგვიცია, თუმცა მსაჯმა, პირდაპირ ვიტყვი, მათ პენალტი აჩუქა. ასეთ მომენტებისთვის 11-მეტრიანი არ ინიშნება. მან გააფუჭა ეს თამაში. მე ვფიქრობ, სერბმა მსაჯმა მეზობელი ქვეყნის, სლოვაკეთის გუნდი ყურით გაიყვანა მომდევნო ეტაპზე. აი ასე – ყურით გაიყვანა! პირველ შეხვედრაში ძალიან უკმაყოფილო ვიყავი ჩემი გუნდის თამაშით, მეორეში კი პირიქით – ძალიან კმაყოფილი. ჩვენ მოვიგეთ მატჩი, მაგრამ, სამწუხაროდ, წავაგეთ ორმატჩიანი დუელი. თუმცა ისიცაა, რომ ამ თამაშებით ძვირფასი გამოცდილება შევიძინეთ”.





