იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის ინტერს იტალიას ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა.
„ინტერი მთელი სეზონი უკეთესად გამოიყურებოდა, ჩვენზე უფრო სტაბილური და ტიტულზე დაგეშილი იყო. არსებობს გარკვეული სინანული ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომელიც მე არ მყავდა, მაგრამ სინანული ამბიციის ნაწილია.
ხვალინდელი შეხვედრა იტალიის ახალ ჩემპიონთან უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გვაქვს. ინტერი თამაშის მოგებას შეეცდება. ვულოცავ ინტერს სკუდეტო, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია”, – თქვა პირლომ.





