იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში იუვენტუსი ჰელას ვერონას დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გააკეთა, რომელიც უკმაყოფილო და გაღიზიანებული იყო:
მეტოქეს ვაწვებოდით, ვუტევდით, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, რაც საკმარისი არ იყო.
ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ბევრი რამ არ იციან და გამოცდილება აკლიათ.
რონალდუს და ალექს სანდროს ვეუბნებოდი, რომ ამ ახალგაზრდებთან ესაუბრათ და მათთვის მოტივაცია მიეცათ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.
ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვაკლია, რაც ჩვენს შედეგებზე უარყოფითად აისახება, ვცდილობთ სიტუაცია უკეთესობისკენ რაც შეიძლება მალე შემოვაბრუნოთ, – განაცხადა პირლომ.





