ერთ დროს მილანის ამომავალი ვარსკვლავი ალეშანდრ პატო, „შავ-წითლებში“ დაბრუნებაზე ალაპარაკდა.
ამის მთავარ მიზეზად, 31 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 39 წლის შვედი სუპერვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელა და განაცხადა, რომ მასთან დიდებული დუეტის შექმნა შეუძლია.
იბრაჰიმოვიჩთან კონკურენცია? რა პრობლემაა?, მაგრამ მე მილანში არ დავრუნდებოდი იმისთვის, რომ მისი შემცვლელი ვიყო.
ვფიქრობ მწვრთნელის დასარწმუნებლად რამდენიმე მატჩიც საკმარისი იქნებოდა. მე და ზლატანი შესანიშნავი დუეტი ვიქნებოდით, – განაცხადა პატომ.
მილანის რიგებში პატომ და იბრამ ერთად უკვე ითამაშეს, თუმცა მხოლოდ ორი სეზონი (2010-12 წლები).
„როსონერიში“ ჩატარებულ 150 მატჩში ბრაზილელმა ფორვარდმა 63 გოლი გაიტანა, ყველაზე დასამახსოვრებელი კი უდავოდ ბარსელონასთან შეგდებული ბურთი იყო.
ამის შემდეგ ის სამშობლოში, კორინთიანსში და სან პაულოში გამოდიოდა. მან ბედი ჩელსიში, ვილიარეალში და ჩინურ ტიანჯინში თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.





