ალექსანდრე ფევაძემ “გრან კანარიას” რიგებში სადებიუტო თამაში ჩაატარა. 23 წლის ქართველი კალათბურთელი მე-2 გუნდში აიყვანეს. გრან კანარიას მეორე გუნდი ესპანეთის რანგით მე-3 ლიგაში ასპარეზობს.
“გრან კანარია” “ალგინეტს” ესტუმრა და 60:64 წააგო, ქართველი ლეგიონერი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა კალათბურთელებმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მეტოქეები მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის გამო დატოვა.
“გრან კანარია” მე-2 ტურის შეხვედრაში 16 ოქტომბერს “კარტახენას” შინ დაუპირისპირდება.





