23 წლის ქართველმა კალათბურთელმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანურ “გრან კანარიას” მეორე გუნდში “ვალენსიას” წინააღმდეგ მოედანზე 38 წუთი გაატარა და 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ფევაძის გრან კანარიამ მატჩი საბოლოოდ 87:83 მოიგო.
ალექსანდრემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“გრან კანარია” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ “რეალ კანოესთან” გამართავს.




