პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული და მონატრებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი არასასიამოვნო ფაქტით დაიწყო, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
ევრო 2020-ის მეორე დღეს, კოპენჰაგენში მიმდინარე დანიის და ფინეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირების დროს, მასპინძელთა კაპიტანი და მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა. დანიელ ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა და ექიმემი მის გადარჩენას პირდაპირ მოედანზე ცდილობდნენ.
კრისტიან ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. აღნიშნულ ფაქტს კი ცხადია უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი გამოეხმაურა.
”ეს ნამდვილად გამაოგნებელი რამ იყო. იმის ყურება, რაც მოედანზე ხდებოდა საშინელება გახლდათ. თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა.
რა თქმა უნდა, მსგავსი მომენტები ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის. კრისტიანს სრულყოფილ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ეჭვგარეშეა, რომ ასეთ მომენტებში საფეხბურთო ერთობა ნათელია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
საფეხბურთო ოჯახი ძლიერია. მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ვლოცულობთ. სტადიონზე ორივე გუნდის ქომაგები კრისტიანის სახელს სკანდირებდნენ. ფეხბურთი ლამაზია და კრისტიანი ფეხბურთს ლამაზად თამაშობს” – აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა.








