საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ბულგარეთთან ამხანაგური მატჩის წინ ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
„საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ორ ოფიციალურ შეხვედრაში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთ დროს ჩავარდნები ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ ეს ავტომატურად აისახება შედეგზეც“, – განაცხადა აბურჯანიამ
შეგახნსებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45-სე გაიმართება.





