რუსულ ფეხბურთში ცნობილმა სახემ თემურ ლეპსაიამ, “სპორტ ექსპრესთან” ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ნაცნობობა მაკავშირებს “სევილიას” სპორტულ დირექტორთან, მონჩისთან. წელიწადნახევრის წინ მასთან ხვიჩასთან დაკავშირებით მომიხდა საუბარი. ხვიჩა დადებითად დავუხასიათე. დარწმუნებული ვარ, ის არაერთ კლუბს ჰყავს მონიშნული, მაგრამ ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი აიაქსი იქნებოდა. ის იქ გოლებს შეყრიდა. ნიდერლანდებში გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, სქემა კი, რომელსაც აიაქსი მისდევს, ხვიჩასთვის იდეალური იქნებოდა. სწრაფი და ტექნიკურია და გამუდმებით დრიბლინგზე მიდის. რუბინიდან ევროპის TOP 5 ჩემპიონატში გადასვლა ძნელია”, – განაცხადა თემურ ლეპსაიამ.





