მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თურქეთის ნაკრებმა მძლავრი და ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო. თურქებმა ნიდერლანდების გუნდს უმასპინძლეს და დამაჯერებლად 4:2 მოუგეს.
ამ წარმატებით აღფრთოვანებული დარჩა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპო ერდოღანი. ქვეყნის პირველმა პირმა ნაკრებს წარმატება მიულოცა.
„ასეთ მატჩებში გამარჯვებები მთლიანად ქვეყნის სიძლიერეზე მიუთითებს და ბრძოლისუნარიოანობის მუხტს ზრდის“ – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს მიულოცა. მან ცალკე მიმართა ბურაკ ილმაზს, რომელიც მატჩის გმირი გახდა და ნიდერლანდელებს 3 გოლი გაუტანა.
„აი, ეს მართლაც არაჩვეულებრივი საჯარიმო დარტყმა იყო“ – უთხრა ერდოღანმა ილმაზს.





