ევროპის ჩემპიონატი იტალიის ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხსნა. „სკუადრა აძურამ“ რომში თურქეთის ნაკრებს გადაურბინა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.
წყვილის ფავორიტად ბუნებრივია იმთავითვე რობერტო მანჩინის შეგირდები ითვლებოდნენ და მათან ტრიბუნებზე შეკრებილ და ტელევიზორებთან მსხდომ უამრავ გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუეს.
მატჩის შემდეგ ცხადია კმაყოფილი ჩანდა იტალიელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი.
„სასიამოვნო განცდაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატს ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებით იწყებ, თუმცა ეს ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს. წინ კიდევ არაერთი მატჩი გველის და უემბლიმდეც შორი გზაა.
პირველ ტაიმში გატანა გაგვიჭირდა. თურქეთს კარგი გუნდი ჰყავს და მათთვის გოლის გატანა ადვილი არავისთვის არის.
ასეთ ფორუმებზე კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომ მოედანზე სწრაფად ვმოძრაობდით და სწორ პასებს ვაკეთებდით.
ბედნიერი ვართ. საოცარი საღამო იყო. იმედია, ასეთი განცდა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზ კიდევ არაერთხელ დაგვეუფლება“ – აღნიშნავს რობერტო მანჩინი.
იტალიის ნაკრევს მომდევნო მატჩი 16 ივნისს შვეიცარიის ნაკრებთან ელის. მატჩი კვლავ რომში, „ოლიმპიკოზე“ გაიმართება.








