ცნობილმა გამოცემა Globe Soccer-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები გამოავლინა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დასახელდა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი რობერტო მანჩინის ერგო.
ტიკ ტოკის ფანების გამორჩეულ ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა, პოლონელი ფეხბურთელი მარადონას ჯილდოს გამარჯვებულიც გახდა.
წლის საუკეთესო გუნდად ჩელსი დასახელდა, საუკეთესო ნაკრების ჯილდო კი იტალიის ეროვნულ გუნდს ერგო.
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, გამორჩეული საფეხბურთო კარიერისთვის კი სპეციალური ჯილდო რონალდინიოს ერგო.
წლის საუკეთესო აგენტის წოდება ფედერიკო პასტორელოს ერგო, საუკეთესო სპორტული დირექტორის ჯილდო კი ტხიკი ბეგირისტეინმა მოიპოვა.
საუკეთესო ქალთა გუნდი ბარსელონა გახდა, საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო კი ალექსია პუტელიასმა მოიპოვა.
საუკეთესო ინოვაციურ ჯილდო გამართული ვარის სისტემის გამო სერია A-ს ერგო, საუკეთესო გეიმერად კი Msdossary7 დასახელდა.
აფრიკის საუკეთესო აკადემიად ზედი დასახელდა, საუკეთესო მცველი ლეონარდო ბონუჩი გახდა, საუკეთესო მეკარედ კი ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა.
Elegant and versatile on the pitch, Mbappé is famous for his incredible speed, and dramatic goal scoring. Not surprisingly, he is this year’s choice for Globe Soccer’s Best Men’s Player of the Year 2021. pic.twitter.com/dh6Npd5lDT
— Globe Soccer Awards (@Globe_Soccer) December 27, 2021








