აი, მატჩიც ამას ჰქვია. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსგავს თრილერზე ნებისმიერი ევროპული ტოპ ჩემპიონატი მოაწერდა ხელს.
თავად განსაჯეთ – 7 გატანილი გოლი, თითქოს განწირული ერთი გუნდი, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 აგებდა, მაგრამ მეორეში გათანაბრება შეძლო, მაგრამ მაინც წააგო.
ასეთი სცენარით წარიმართა „სამტრედიის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ჯახი, რომელიც გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 83-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გატანილი გოლით მოიგეს. არადა „ლოკომოტივს“ სანერვიულო არაფერი ჰქონდა. სტუმრები სამურკასოვის, კირკიტაძის და მესიაჩენკოს ავტოგოლით 3:0 იგებდნენ.
სამტრედიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. თავი იოსელიანმა და ლომთაძემ გამოიჩინეს, ხოლო საკუთარ კარში სამურკასოვმა გაიტანა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ლოკომოტივმა“ 3 ქულა მაინც წამოიღო.
ამრიგად, გია ცეცაძე და მისი გუნდი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში კვლავაც ერთადერთია, რომელსაც ყველა მატჩი წაგებული აქვს.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 3 აპრილს განახლდება.





