სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურში გიორგი მაკარიძის „ალმერიამ“ სტუმრად კატალონიური „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა და ლა ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
სასიხარულოა, რომ მაკარიძე მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლი იყო. „ალმერია“ კი 55 ქულით სეგუნდას ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „მალიორკას“ 5 ქულით ჩამორჩება.
ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლის უფლებას პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ და იმედია მომავალ სეზონს საქართველოს ნაკრების მეკარეს ელიტაში ვიხილავთ.








