საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რიგით 33-ე გათამაშება სენსაციით დაიწყო, მაგრამ ლოგიკურად კი გაგრძელდა.
არავი იფიქროს, ქუთაისის „ტორპედოს“ ვინმე აკნინებდეს. ქუთათელები ხომ არაერთგზის ჩემპიონები არიან და ორი წლის წინ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესასვლელადაც სულ ცოტა დააკლდათ.
მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ეს ის „ტორპედო“ აღარ არია. გუნდი კრიზისშია და იმედი მალე საიმედო ინვესტორიც გამოჩნდება.
ბათუმის „დინამო“ კი საკმაოდ მომძლავრებულია და წინა სეზონში ლამის იყო ჩემპიონი გახდა. მოკლედ, ზღვისპირელები წლეულსაც ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტები იქნებიან. საამისოდ კი წლევანდელი ეროვნული ლიგის ყინჩად დაწყება იყო საჭირო.
ბათუმელებმაც მოგებით დაიწყეს. მართალია, მძიმე გამარჯვებით, მაგრამ 3 ქულა მაინც პოიპოვეს. გია გეგუჩაძის გუნდი ქუთაისს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგო. გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთზე გიორგი ძარიამ გაიტანა.





