მანჩესტერ სიტის ოფიციალურ გვერდზე შესანიშნავი სიახლე გავრცელდა. როგორც ჩანს გუნდის ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ტრავმა მოიშუშა და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ბოლოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მოედენზე 20 იანვარს გავიდა, მაშინ გუნდი ასტონ ვილას ეთამაშებოდა, სწორედ ამ მატჩში მიიღო მან ტრავმა და შესაცვლელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ დე ბრუინის არყოფნაში გუნდი დაუმარცხებელია, ის კიარა მათ ყველა მატჩი მოიგეს და შესანიშნავ ფორმაში არიან.
17 თებერვალს, მანჩესტერელები ლივერპულში ევერტონს დაუპირისპირდებიან და მის დაბრუნებას სწორედ ამ მატჩში ელიან.





