ცნობილი ქართველი მწვრთნელი, გია ცეცაძე საქართველოში ბრუნდება. 46 წლის სპეციალისტი ეროვნული ლიგის კლუბ „სამტრედიას“ გაწვრთნის. ინფორმაციას იმერული კლუბი ავრცელებს.
გია ცეცაძე ბოლოს უკრაინულ „ლვოვში“ მუშაობდა და გუნდი ოქტომბერში დატოვა. მანამდე, ცეცაძე საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებში მუშაობდა, უფრო ადრე კი „ოლიმპში“, „საბურთალოში“, „ლოკომოტივში“ და გორის „დილაში“ მუშაობდა.
საგულისხმოა, რომ 46 წლის მწვრთნელი თავის დროზე „სამტრედიაშიც“ მუშაობდა და გუნდს ქვეყნის პირველობაც მოაგებინა.





