ყაზანის რუბინმა თურქულ შეკრებაზე „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და მოწინააღმდეგე 3:1 დაამარცხა.
სასიამოვნოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. პირველი მე-19 წუთზე კუთხურიდან გათამაშებული ბურთი კვარაცხელიამ შორეული დარტყმით მეტოქის კარში შეაგდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
რაც შეეხება მეორე გოლს, 79-ე წუთზე მცველს ბოლომდე ეთამაშა, ბურთი აართვა და ბოლოს მეკარეც მოატყუა. როგორც ვხედავთ ხვიჩა ბრწყინვალე ფორმაშია, იმედია ის კიდევ უფრო მოუმატებს.








