2020 წლის იანვარში, გულშემატკივარს კარიერის დასრულების შესახებ ამცნო, წლის მიწურულს კი საზოგადოებას ახარა ვთხოვდებიო.
მარია შარაპოვას გულის მოგებას ვინ არ ეცადა. არა, ამა თუ იმ სპორტსმენთან, მათ შორის გრიგორ დიმიტროვთან და სხვებთან პატარ-პატარა რომანები კი ჰქონდა და პირიქით რომ ყოფილიყო ის უფრო გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ოჯახის შექმნა არცერთთან იჩქარა, ბევრი რამ აწონ-დაწონა და საბოლოოდ ცხოვრების დაკავშირება ბრიტანელ ბიზნესმენ ალექსანდრ გილკსომთან გადაწყვიტა.
ამის შესახებ ადრეც ვწერდით, თუმცა ამჯერად რუსი ლამაზმანის ქორწილის თემას კვლავ ვუბრუნდებით, ოღონდ სხვა კუთხით. ბუნებრივია, ასეთ დროს მედიის და პაპარაცების ყურადღება პატარძლის საქორწინო კაბაზე, ბეჭედზე ან სიძის ფეხსაცმელზე თუ პიჯაკზეა გამახვილებული.

ამჯერად მარია შარაპოვას ნიშნობის ბეჭედი და მისი ფასი გახდა განხილვის საგანი. რუსმა ლამაზმანმა, ფოტო თითზე ბეჭდით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და კეკლუცი ღიმილიც არ დაიშურა. ხალხმაც უმალ დაიწყო მკითხაობა თუ რა ფასის იქნებოდა მარიას ნიშნობის ბეჭედი.
საბოლოდ კი გაირკვა, რომ მისი ღირებულება 400 ათასი დოლარია და ის ბრილიანტის 5 კარატისგან შედგება. მომავალმა საქმრომ ანუ ბრიტანელმა ბიზნესმენმა ალექსანდრ გილკსომმა მარია შარაპოვასთვის ნიშნობის ბეჭედი ექსკლუზიურად, ამ საქმეში საყოველთაოდ სახელგანთქმული ჯესიკა მაკორმაკის დიზაინით დაამზადებინა.








