ახლო წარსულში გამოჩენილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იუბილარია. უფრო სწორად, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ამ სამყაროს 34 წლის წინ, 19 აპრილს მოევლინა, თუმცა აღნიშვნას რამდენიმე დღით ადრე იწყებს.
რუსი ლამაზმანი რომ ჩოგნის ქნევას შეეშვა და კარიერაც 2020 წელს დაასრულა ძველი ამბავია. შარაპოვა საყვარელ საქმიანობასთან განშორებას დიდად არ განიცდის და ახალი ცხოვრებაც მნიშვნელოვანი ნაბიჯით დაიწყო – რამდენიმე თვის წინ მან საზოგადოებას ბრიტანელ ბიზნესმენზე ნიშნობის შესახებ ამცნო. მოკლედ, მარია გათხოვდა.
მარია შარაპოვამ თავის მოახლოებულ იუბილესთან დაკავშირებით ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტო ატვირთა და კომენტარიც დაურთო.
„დაბადების დღის აღნიშვნა აქედანვე იწყება. რატომაც არა? მანამდე კი მაინც საჭიროდ ჩავთვალე ჩემი ცისფერი ლინზები მეჩვენებინა“ – წერს შარაპოვა.








