კარანტინში ყოფნა მარტივი არ არის. ამ დროს ადამიანები ცდილობენ თავი რამით გაირთონ და ასე გადაიტანონ რთული დღეები.
მელბურნში ჩასულ ჩოგბურთელთა ნაწილი რომ უკვე სასტუმროს ნომრებში არიან გამოკეტილნი არაერთხელ გამცნეთ. პაბლო კუევასი, იმ ჩოგბურთელთა ჩამონათვალში მოჰყვა, რომელსაც არ გაუმართლა და კორონავირუსით დაინფიცირებულ თვითმფრინავში მოხვდა.
ამიტომაც, ურუგვაელი მეჩოგნე სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს. იქვეა სტეფანოს ციციპასიც და სხვა ჩოგბურთელებიც. ბერძენი მეჩოგნე კი სულაც კუევასის მეზობელ ნომერში განათავსეს.
როგორც ჩანს, ურუგვაელ ჩოგბურთელს ძილი დაუფრთხა და უთენია ნომერში ვარჯიშს შეუდგა. შემდეგ ვიდეო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზეც ატვირთა. სტეფანოს ციციპასი ამის გამო კოლეგას გაუწყრა და კომენტარში საკმაოდ უხეშად მიმართა.
„აზრზე მოდი პაბლო. არავის სიამოვნებს დილის 6 საათზე კედელზე ბურთის რტყმის ხმაურის მოსმენა. ცოტა ჩუმად იყავი“ – მიუწერა სტეფანოს ციციპასმა კუევასს კომენტარში.





