საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ითამაშებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის 1/4 ფინალში, მთავარ ფავორიტად შერაცხული, მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი 3 სეტში – 6:4; 2:6; 6:4 დაამარცხა.
ფინალში გასასველ მატჩში ნიკას მეტოქე ტეილორ ფიტსსა და ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება. ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.





