კვიპროსში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ, ხოლო ანორთოსისმა კვიპროსული ოლიმპიაკოსი 3:0 დაამარცხა.
გიორგიმ 23-ე წუთზე თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი შეაგდო. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი.
შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ეს ქეცბაიას გუნდის საუკეთესო მატჩი იყო. რაც შეეხება ქვილითაიას, მან 15 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირობისთვის იბრძვის.
ანორთოსისი 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 იანვარს სალამისს დაუხვდება, მასპინძლები ფავორიტებად ითვლებიან.




