საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური “კოპენჰაგენის” ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი უკრაინაში რუსების დაბომბვას ემსხვერპლა.
ამის შესახებ, დავითის მეუღლემ, იულია ხოჭოლავამ მამასთან უკანასკნელი გზავნილები გაასაჯაროვა.
”მამა, ძალიან მიყვარხარ, გთხოვ იცოცხლე, გემუდარები იცოცხლე. მამა ასე არ უნდა ხდებოდეს. ვინც ეს გააკეთა, მოვკლავ. გპირდები”, – წერია გზავნილებში.









