„ვესტ ჰემის“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ანდრეი იარმოლენკომ სპეციალური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რუს ფეხბურთელებს მიმართავს.
„ჩემს ქვეყანაში კლავენ ხალხს, ცოლებს, დედებს, ბავშვებს, მაგრამ თქვენ არაფერს ამბობთ. გთხოვთ მითხრათ, თუ რა მოხდება ყველამ ერთად რომ გაერთიანდეთ და აჩვენოთ ხალხს, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში.
ბევრს თქვენთაგანს ვინცობ და თქვენ მითხარით, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს, რომ რასაც თქვენი პრეზიდენტი აკეთებს არასწორია.
თქვენ ხალხზე ზეგავლენა გაგაჩნიათ. ეს აჩვენეთ! გთხოვთ. ვიცი, რომ ზოგ თქვენგანს (იგულისხმება არტიომ ძიუბა) კვერცხების კამერაში ჩვენება მოსწონს, მაგრამ ახლა დროა კვერცხები რეალურ ცხოვრებაში გამოაჩინოთ. დიდება უკრაინას!” – ამბობს უკრაინელი ფეხბურთელი.





