“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ჰარი მაგუაირი ხუთშაბათს საღამოს დიდი სიამოვნებით დრო მამაც პატარა ბიჭთან, რივერ როდსთან გაატარა.
ახალგაზრდა ფეხბურთის მოყვარული მიდლენდსიდან ამჟამად ატარებს რადიოთერაპიას ადგილობრივ რაიონში და მანჩესტერულ გუნდს პატივი ჰქონდა შეხვედროდა მას პრემიერ ლიგის მატჩის შემდეგ.
ჯესი ლინგარდმა და ჯეიდონ სანჩომ ღამით რივერს თავიანთი მაისურები აჩუქეს, ბიჭმა ასევე სურათები მთელ გუნდთან ერთად გადაიდო. კრიშტიანუ რონალდუმ გაავრცელა თავისი სურათი ბიჭთან ერთად სოციალურ ქსელში და ამაყმა მამამ რაიანმა აღიარა, რომ ოჯახი სიხარულის ცრემლებით ატირდა, როცა პოსტი ინტერნეტში ნახეს.
რივერის მუდმივი სიმამაცითა და გამბედაობით შთაგონებულმა, ჰარი მაგუაიერმა დრო დაუთმო ლიდსისთვის გასამართი შეხვედრის მზადებას და ხუთშაბათს ღამით კვლავ ეწვია რივერს.
ჰარიმ შეაგროვა იუნაიტედის საჩუქრების ყუთი, მათ შორის პირადად ხელმოწერილი მაისური და ისიამოვნა ფეხბურთით შეპყრობილ რივერთან ერთად. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშე ითამაშეს და ფეხბურთზე ისაუბრეს.








