საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ რამდენიმე წლის წინ იტალიურ Secolo XIX-თან ინტერვიუში, ის თავდამსხმელები დაასახელა, რომელთა წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა.
“პირველ რიგში ასეთი დელპიერო იყო. მას ნებისმიერ მომენტში საოცარი ფინტის გაკეთება შეეძლო. მალევე, იტალიურ ფეხბურთში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და ყველა მცველს საქმე გაურთულა.
შვედის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო და ის ძალიან მაღიზიანებდა”, – განაცხადა კახიმ.
ცნობისთვის, კალაძემ “მილანის” რიგებში 284 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა.





