ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ “გლაზგო რეინჯერსში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
“ინგლისში არ მიცხოვრია, თუმცა აქაური კულტურა გლაზგოსას ძალიან ჰგავს.
“რეინჯერსში” ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. მოგებული ტიტულები, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ჩემი ოჯახისა და შვილების ცხოვრების წესი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერთან” დაპირისპირებები და ჩემს გუნდთან ერთად მოგებული რვა ტიტული ძალიან კარგად მახსოვს.
“რეინჯერსთან” კონტრაქტი 20 წლის წინ გავაფორმე და დრო ძალიან სწრაფად გავიდა”, – განაცხადა შოთიმ.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე შოტლანდიურ გრანდში 2001-05 წლებში თამაშობდა.







