რეკლამა
Primesport.ge
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

7 გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი, რომლებიც ალბათ აღარც გახსოვთ

17:54 2021/02/12
0 0
188
SHARES
1k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ფეხბურთელისთვის საფეხბურთო ასაკი ალბათ ცხოვრების ერთი წამია. საყვარელი საქმის კეთებისას დრო ისე სწრაფად გარბის, ფეხბურთელები უკან მოხედვასაც ვერ ასწრებენ. თუნდაც დღევანდელი დრო რომ ავიღოთ, ვეტერანები უკვე ისეთი ფეხბურთელები მოგვევლინნენ, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, სერხიო რამოსი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯიჯი ბუფონზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ამ ფეხბურთელების ასაკში სპორტსმენები ძირითადად ფორმის დაღმასვლას განიცდიან და საფეხბურთო კარიერას ასრულებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა სათამაშო ფორმა ამ ასაკშიც შეინარჩუნეს და ჩვენს გაოცებას დღემდე განაგრძობენ.

არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ახლო წარსულში ბრწყინავდნენ, მაგრამ ახლა მათი გვარები გულშემატკივრებს აღარც ახსოვთ. Prime Sport გთავაზობთ 7 ვეტერანს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პრესის და გულშემატკივრების ყურადღებას აქტიურად იქცევდნენ, ახლა კი მათი გვარები აღარავის ახსოვს, თუმცა ისინი პროფესიონალურ დონეზე თამაშს კვლავ განაგრძობენ.

7. დიგეო

​ასაკი: 35 წლის

ეროვნება: ბრაზილია

კლუბი: „ფლამენგო“

2004 წლის ზაფხულში დიეგო „სანტოსის“ აკადემიიდან ევროპაში გადმოვიდა და კონტრაქტი „პორტუსთან“ გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიური კლუბის რიგებში ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მან გუნდის გამოცვლა არჩია. 2006 წელს დიეგო ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. მაშინ ბრემენელებს ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდათ, 2009 წელს მათ უეფას თასის ფინალშიც ითამაშეს, თუმცა დონეცკის „შახტართან“ დამარცხდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში დიეგომ მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო და მისი არყოფნა „ვერდერს“ საგრძნობლად დაეტყო. გერმანული კლუბიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ წავიდა, სადაც მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო და კვლავ ბუნდესლიგაში დაბრუნდა, ამჯერად „ვოლფსბურგში“. ამ უკანასკნელიდან დიეგომ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადაინაცვლა, ბოლო ევროპული კლუბი კი „ფენერბახჩე“ იყო. 2016 წელს ფეხბურთელი ბრაზილიაში დაბრუნდა და კონტრაქტი „ფლამენგოსთან“ გააფორმა. დიეგო ახლა 35 წლისაა და კვლავ „ფლამენგოს“ ღირსებას იცავს. მართალია, სასტარტოში ხშირად არ ეყენებენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მას „ფლამენგოს“ მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებენ. მიმდინარე წლის დასაწყისში მან ბრაზილიურ გრანდთან კონტრაქტი 1 წლის გაახანგრძლივა.

6. სებასტიან ლარსონი

​ასაკი: 35 წლის

ეროვნება: შვედეთი

კლუბი: აიკი

შვედი ნახევარმცველი პატარა ასაკში „არსენალის“ აკადემიაში აღმოჩნდა და კლუბის მესვეურები მასზე სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ. როდესაც ლარსონი 20 წლის იყო, არსენ ვენგერმა მას პრემიერ ლიგაში დებიუტის შესაძლებლობა მისცა, თუმცა ფეხბურთელმა „მეთოფეების“ მაისურით მხოლოდ 12 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. „არსენალმა“ ახალგაზრდა სებასტიანი მალევე გაყიდა „ბირმინგემში“, მოგვიანებით კი შვედი „სანდერლენდში“ აღმოჩნდა, სადაც გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა და 203 შეხვედრა ჩაატარა. პარალელურად, ლარსონს აქტიურად იძახებდნენ შვედეთის ნაკრებშიც. 35 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში ამ დრომდე თამაშობს და ნაკრებიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ კაპიტნობაც ჩაიბარა. საკლუბო დონეზე კი ის შვედურ აიკ-ში გამოდის და გუნდის შეუცვლელ ფიგურად რჩება. ასაკის მიუხედავად, ლარსონი სეზონში სასტარტო შემადგენლობაში საშუალოდ 30 თამაშს ატარებს. რამდენიმე კვირის წინ 35 წლის ფეხბურთელმა აიკ-თან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

5. მაქსი როდრიგესი

ასაკი: 40 წლის

ეროვნება: არგენტინა

კლუბი: ნიუელს ოლდ ბოისი

​ევროპაში მაქსი როდრიგესს ოქროს წლები ლა ლიგაში ედგა, კერძოდ „ესპანიოლსა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“. ესპანიოლში მან 111 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა, „როხიბლანკოსში“ კი 156 მატჩში, 44 გოლის გატანა შეძლო. 2010-2012 წლებში მაქსი როდრიგესი „ლივერპულში“ გადავიდა, სადაც მერსისაიდული კლუბის მაისურით 57 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. 2012 წელს კი ის მშობლიურ ნიუელს ოლდ ბოისში დაბრუნდა და არგენტინულ კლუბში 2017 წლამდე ითამაშა. ამის შემდეგ მან ურუგვაის ჩემპიონატში, „პენაროლში“ გადაინაცვლა, სადაც 2 წლის განმავლობაში გაჩერდა და ორივე წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2019 წელს მაქსი ისევ ნიუელს ოლდ ბოისში დაბრუნდა, სადაც ამ დრომდე თამაშობს.

4. მაიკონი

ასაკი: 39 წლის

ეროვნება: ბრაზილია

კლუბი: „სონა“

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მაიკონი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან წარმატებას როგორც სამშობლოში, ისე ევროპულ ფეხბურთშიც მიაღწია. 2003 წელს ფეხბურთელი ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც 3 მილიონად „მონაკოში“ გადავიდა. საფრანგეთის ჩემპიონატში მაიკონი 2 სეზონი გაჩერდა და რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიქცია. საბოლოოდ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი „ინტერში“ აღმოჩნდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლებიც გაატარა. მაიკონმა „ნერაძურის“ შემადგენლობასი 249 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ინტერთან“ ერთად მან ოთჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის თასი, სამჯერ იტალიის სუპერთასი, 2010 წელს კი ჟოზე მოურინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. იტალიური კარიერის შემდეგ, მაიკონი მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდა, თუმცა მალევე ისევ იტალიაში დაბრუნდა და ამჯერად „რომას“ მაისური მოირგო. 2016 წელს მაიკონმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და უგუნდოდ თითქმის 1 წლის განმავლობაში იყო. ამის გამო ფეხბურთელის არსებობა გულშემატკივრებსაც დაავიწყდათ. ბოლოს ის საკმაოდ დაბალი დონის გუნდებში თამაშობდა – „ავაი“, კრიზიუმა“ და „ვილა ნოვა“, 2021 წლის დასაწყისში კი მაიკონი ევროპაში, ისევ იტალიაში დაბრუნდა და სერია D-ს ბინადარ „სონაში“ ჩაირიცხა.

3. შუნსუკე ნაკამურა

ასაკი: 42 წლის

ეროვნება: იაპონია

კლუბი: „იოკოჰამა“

შუნსუკე ნაკამურა 2000-იანი წლების იაპონიის ნაკრებში ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო. იგი გამოირჩეოდა მოედნის კარგი ხედვით და შესანიშნავი ტექნიკით. ევროპაში ის არაერთ კლუბში თამაშობდა: იტალიურ „რეჯინაში“, ესპანურ „ესპანიოლში“, მაგრამ ყველაზე დიდ პოპულარობას მან შოტლანდიაში, გლაზგოს „სელტიკში“ მიაღწია. კლუბთან ერთად ის სამჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი. 2010 წელს ნაკამურა სამშობლოში, „იოკოჰამა მარინოსში“ დაბრუნდა სადაც 2017 წლამდე თამაშობდა. ამის შემდეგ, მან ორი სეზონი „ჯუბილო ივატაში“ გაატარა, 2019 წელს კი „იოკოჰამაში“ გადავიდა, სადაც ამ დრომდე თამაშობს. ნაკამურად კლუბთან არსებული კონტრაქტი 2022 წლის იანვარში ეწურება, რაც იმას ნიშნავს რომ 42 წლის ფეხბურთელი იოკოჰამას კიდევ 1 წლის განმავლობაში დაეხმარება.

2. ვაგნერ ლავი

ასაკი: 36 წლის

ეროვნება: ბრაზილია

კლუბი: „ქაირათი“

ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერის დიდი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის ცსკა-ში აქვს გატარებული. რუსულ კლუბში ვაგნერ ლავი 2003 წელს, 20 წლის ასაკში „პალმერიასიდან“ გადავიდა და პირველივე სეზონში კლუბთან ერთად უეფას თასი მოიგო. ფეხბურთელი ცსკას 2011 წლამდე ეკუთვნოდა, თუმცა 2009 და 2010 წლებში იჯარით ჯერ პალმერიასში, შემდეგ კი ფლამენგოში გადავიდა. 2012 წელს ამ უკანასნელმა ლავი ცსკადან გამოისყიდა, შესაბამისად ფეხბურთელი მშობლიურ ჩემპიონატში დაბრუნდა, თუმცა 2013 წელს ისევ ცსკა-ში აღმოჩნდა. ზუსტად 6 თვეში რუსებმა ფეხბურთელი ჩინურ შანდონგ ლუნენგში გაყიდეს. ამის შემდეგ მან ითამაშა კორინთიასში, მონაკოში, ალანიასპორში, ბეშიქთაშში და ისევ კორინთიანსში, ამჟამად კი ყაზახური ქაირათის ღირსებას იცავს. გასულ სეზონში ვაგნერ ლავმა 13 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

1. როკე სანტა კრუზი

ასაკი: 38 წლის

ეროვნება: პარაგვაი

კლუბი: ოლიმპია

Image result for roque santa cruz

პარაგვაელი ფეხბურთელი 18 წლის ასაკში პარაგვაიში აღმოჩნდა. მიუნხენელები მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან მასში უზარმაზარ ტალანტს ხედავდნენ. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სანტა კრუზს სათამაშო პრაქტიკა მიეღო, თუმცა პარაგვაელი ფეხბურთელი მწვრთნელის ნდობას ხშირად ვერ ამართლებდა. საერთო ჯამში მან „ბაიერნის“ შემადგენლობასი 238 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. 2007 წელს მან ინგლისის პრემიერ ლიგაში, კერძოდ „ბლექბერნში“ გადაინაცვლა, სადაც 2 სეზონი გაჩერდა და 2009 წელს მანჩესტერ სიტიში გადავიდა. „ქალაქელების“ შემადგენლობაში მან ფეხი ვერ მოიკიდა და სიტიმ ფეხბურთელი ესპანეთში გაყიდა. გაყიდვამდე სანტა კრუზი იჯარის წესით ჯერ „ბეტისში“, შემდეგ კი „მალაგაში“ თამაშობდა, საბოლოოდ კი ამ უკანასკნელმა გამოისყიდა. მალაგაში პარაგვაელი ფეხბურთელმა ფეხბურთელმა ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. საბოლოოდ სანტა კრუზი 2016 წელს მშობლიურ ოლიმპიაში აღმოჩნდა, სადაც ამ დრომდე ასპარეზობს. ცოტა ხნის წინ მან პარაგვაულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

მიზნები და მოლოდინი უფრო დიდი იყო, მაგრამ ამჯერად მე-3 ადგილს დავჯერდით – ინტერვიუ ანრი ფარსენაძესთან

18 მარტი, 2022 23:19
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

18 მარტი, 2022 15:13
სუმო

ზედიზედ მესამე გამარჯვება! – ტოჩინოშინმა ურთულესი ბრძოლა მოიგო – VIDEO

18 მარტი, 2022 12:21

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში?! – მოლაპარაკებები დაწყებულია

18 მარტი, 2022 01:18

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • მარცხი ბერეტინისთან – ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

    534 გაზიარებები
    გაზიარება 214 Tweet 134
  • ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება, ხმაც კი მისნაირი აქვს… – ლაშა ბექაურის დედის ინტერვიუ

    599 გაზიარებები
    გაზიარება 240 Tweet 150

რეკომენდირებული

ძიუდო

მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

9 თებერვალი, 2022 16:52
ჩოგბურთი

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

28 ოქტომბერი, 2021 13:56
MMA

ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

28 მარტი, 2021 10:25

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In