ხვიჩა კვარაცხელიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის სპორტსა და პოლიტიკას შორის კავშირზეც.
“ჩვენი, ფეხბურთელების საქმე არ არის პოლიტიკა. ჩვენი საქმე გვაბარია და ამას ვაკეთებთ. როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, მაწუხებს ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობა.
მე ვთამაშობ ფეხბურთს: სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება. არიან ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დალაგდეს. ფეხბურთს ვთამაშობ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი”, – განაცხადა კვარაცხელიამ.





