26 წლის ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ახალ გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
გიორგი ბოლოს კვიპროსული “აპოლონის” ღირსებას იცავდა, თუმცა მას ლიმასოლურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
26 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში” “ვერდერის ბრემენში” “სანტანდერსა” და “სარაგოსაში” უთამაშია.





