“სერენმა” წლის პირველი მატჩი ლუქსემბურგში “ესპერანჟთან” გამართა და 5:0 გაანადგურა. ბელგიური კლუბის რიგებში მოთამაშე, გიორგი მიქაუტაძემ ამ მატჩში დუბლი შეასრულა.
გიორგის კარგი თამაში “მეცის” ფანებს არ გამორჩენიათ და ფრანგული კლუბის წარუმატებლობის გამო მის დაბრუნებას დაჟინებით ითხოვენ.
“მეცის საუკეთესო ფეხბურთელი, არ თამაშობს მეცში. მიქაუტაძეს ჟუპილერ ლიგაში 7 გოლი და 1 ასისტი აქვს. კლუბში აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამაზე. გვყავდა იმედისმომცემი მოთამაშეები, ისინი გაქრნენ და სერენში თამაშობენ, ზოგი სარეზერვო გუნდში დარჩა, ზოგი კი სკამზეა. რატომ არ ვიბრუნებთ მიქაუტაძეს?”, – წერენ ფრანგული კლუბის ფანები ტვიტერზე.





