29 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
გიორგი ბოლოს “ყიზილქუმის” ღირსებას იცავდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა უზბეკურ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას აქამდე 2011-2014; 2015-2018 წლებში იცავდა. 29 წლის ფეხბურთელმა იმერულ კლუბში ჩატარებულ 180 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კუხიანიძე სხვადასხვა დროს ზესტაფონის, ქობულეთის “შუქურასა” და თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა.





