პალესტინის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა ფადი ზიდანმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი იმერულ კლუბს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით დამეშვიდობა:
“ტორპედოში გატარებული მშვენიერი წლის შემდეგ, დამშვიდობების დრო მოვიდა.
დიდი მადლობა ფანტასტიური და დრამატული სეზონისთვის. ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემ გულებში.
ჩვენ ვართ ტორპედო!” – წერს ზიდანი
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “ტორპედოს” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.





