26 წლის ფეხბურთელი მამია გავაშელიშვილი კარიერას წყალტუბოს “სამგურალში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მამიამ ცოტა ხნის წინ თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა, დედაქალაქურ გუნდს ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შეძლო.
წყალტუბოს “სამგურალმა” მიმდინარე სეზონში მესამე ტრანფერი განახორციელა, აქამდე იმერულმა გუნდმა ლევან შოვნაძე და ჯეფერსონ ჯერალდო დაიმატა.
2020 წლის 17 სექტმებერს მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ ქართული ფეხბუთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი სწორედ მამია გავაშელიშვილმა გაიტანა.
ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 35 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





