გიორგი მიქაუტაძის “სერენი” ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში “მეხელენს” ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
ეს შეხვედრა ბელგიური გუნდის ესპანელი მწვრთნელისთვის ჟორდი კონდომისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
“სერენის” გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, კლუბისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერშეთანხმებით ჟორდი კონდომმა ბელგიური გუნდი დატოვა.
კლუბი 52 წლის სპეციალისტს გაწეული სამსახურსთვის მადლობას უხდის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.
“სერენი” ბოლო პერიოდში საკმაოდ არასტაბილური იყო, ბელგიური კლუბი გასულ 5 შეხვედრაში ისე დამარცხდა, რომ გუნდს გოლი არ გაუტანია, სავარაუდოდ კონდომის დათხოვნის მიზეზიც ეს გახლდათ.
ესპანელი სპეციალისტი გუნდს სათავეში 2021 წლის 1 ივლისს ჩაუდგა და კლუბთან ერთად მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა, მას აქამდე “ბარსელონას” აკადემიაში “პალამოსში” “როესალარესა” და “ეუპენში” უმუშავია.
აღსანიშნავია, რომ ჟორდი კონდომის მწვრთნელობის პერიოდში გიორგი მიქაუტაძემ 18 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





