საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა “სპორტი იმედზე” მამუკა ჯუღელზე და მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“თუ რაიმეა მოსალოდნელი წესით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი. რუსი ჟურნალისტების კრიტიკა ჩემზე დიდ გავლენას არ ახდენს. ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არც ვცდილობ, რამე ვიკითხო.
მე და მამუკა ჯუღელი 12 წლიდან ერთად მოვდივართ. ის მამაჩემის ახლო მეგობარია. დიდი ხანია ახლო ურთიერთობა გვაქვს ოჯახთან. მასზე და რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. დარწმუნებული ვარ და 100 პროცენტით ვენდობი, რომ ის ჩემთვის საუკეთესოს გააკეთებს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.







