საქართველოს ნაკრების 35 წლის ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ ეროვნულ გუნდში მე-100 მატჩში ჩაატარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამოდენიმე წუთის წინ ჯვაროსნების კაპიტანთან ინტერვიუ ჩაწერა:
“ნამდვილად არასდროს მიფიქრია, რომ ვთქვათ შევძლებდი ამდენი თამაშის დაგროვებას. დაახლოებით 70-80 მატჩი, რომ დამიგროვდა, უკვე შემდეგ მივხდვი რომ შეიძლება მიმეღწია, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია, ვთქვათ 100 ვითამაშო და მერე წავიდე. ჩემი მიზანი თამაშების რაოდენობის დაგროვება ნამდვილად არ ყოფილა. ეს თავისთავად მოხდა და რა თქმა უნდა სასიამოვნოა.
იმდენად მინდოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. დაახლოებით წელიწადნახევარში, რაც პროფესიონალურ დონეზე დავიწყე თამაში ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო, მაგრამ დიდი მოტივაციის მომცემი და ვცდილობდი, რომ ეს ადგილი შემენარჩუნებინა.
2004 წელს საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა დინამოს, ჯგუფშიც მოვხდვით და შინაგანად რაღაც გრძნობაც მქონდა, რომ შეიძლება ნაკრებში გამოვეძახებინე.
პირველ შეხვედრაში თურქეთის წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე ვიყავი. შემდეგ უკვე ალბანეთის წინააღმდეგ ჩემი დებიუტი შედგა. იმ დროს ბევრი რამ კარგად დაემთხვა, სავსე სტადიონზე მოვიგეთ. პირველი რაც შემიძლია, რომ გავიხსენო ჟირესმა, როცა მითხრა მოედანზე უნდა შეხვიდეო, ისეთი დაძაბული ვიყავი და ისე ვნერვიულობდი, რომ დღემდე მახსოვს ის შეგრძნება. შეცვლაზე შევედი და ორ წუთში ყვითელი ბარათი მივიღე და იმის მერე ეს ყვითელი ბარათები დამებედა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადავლახე. ალბათ, ყველას აქვს ეს გრძნობა, როცა დებიუტანტი ხარ, თუმცა შემდეგ ეჩვევი და რა თქმა უნდა მეც გადავლახე.
თითქოს იტენები, ასეთი შეგრძნებაა, უყურებ გინდა თამაში, ვერ ეხმარები იმ წუთში მაგრამ იმ ენერგიის შედეგად მომდევნო თამაშში ორმაგად გინდა, რომ ითამაშო და გამოადგე შენს ქვეყანას.
ვფიქრობ ალბათ დასამახოსვრებელი მატჩი ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ და ბელარუსთან ჩატარებულ მატჩსაც გამოვარჩევდი. ამ შეხვედრების შემდეგ რაღაცის მიღწევას შანსი გვქონდა და ამ ორ შეხვედრას სწორედ ამიტომ გამოვარჩევდი.
რა თქმა უნდა ოჯახი, ყველას ალბათ ოჯახი პირველ ადგილას უყენია, ასეც უნდა იყოს. მე ალბათ დედაჩემთან ურთიერთობას გამოვყოფდი, ყველგან მგულშემატკივრობდა, როცა ვთქვათ ტრავმა მქონდა, როცა არ მქონდა. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო დედაჩემი.
ერთი მიზანი მქონდა, რომ ბევრი მევარჯიშა და მემტკიცებინა და დღესაც მსგავსად, რომ ვამტკიცო ყოველ მატჩში, რომ მე ღირსი ვარ ნაკრების თერთმეტეულში ვიყო. ამისთვის საჭირო იყო შრომა და ძალიან ბევრს ვშრომობდი.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი ამას ქომაგებისგან, იყვნენ კრიტიკულად განწყობილებიც, მაგრამ უმეტესობა მხარს მიჭერდა და ვეცდები, რომ როდემდეც ვითამაშებ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო”. – განაცხადა ჯაბა კანკავამ.








