გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა, ესპანეთის თასზე ითამაშოს, სადაც “ვალენსია” 1/64-ფინალში 2 დეკემბერს “უტრილიასს” დაუპირისპირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხოსე ბორდალასი კოპა დელ რეიზე თავის გამოჩენის შანსს სათადარიგოებს მისცემს.
ბორდალასმა “ვალენსიაში” სეზონის სტარტზე წარმატებულად მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის მე-6 ტურიდან მოყოლებული შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ღამურებს” ზაფხულში, “დინამო თბილისიდან” იჯარით შეუერთდა და სილესენის ტრავმის გამო, სეზონის სტარტზე “ვალენსიას” პირველ მეკარედ იქცა.





