რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ძიუდოისტთა გუნდური სახეობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალამდე ავსტრიის და საფრანგეთის ნაკრებები დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა თურქებს სძლიეს. ფრიდონ გიგანმა და სოფიო სომხიშვილმა, საწმუხაროდ თავიანთი შეხვედრები დათმეს. ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, საბა ინანეიშვილმა და მარიამ ჭანტურიამ კი თავიანთ მეტოქეებს სძლიეს.
ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდები იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.








