კატალონიის “ბარსელონას” 33 წლის ფეხბურთელმა კუნ აგუერომ კარიერა დაასრულა. მისი გამოსამშვიდობებელი პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართება. ინფრომაციას კატალონიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აგუერო კატალონიურ გუნდს სეზონის დასაწყისში შეუერთდა, არგენტინელმა ფეხბურთელმა დისკომფორტი “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში იგრძნო და ეს შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
კუნ აგუერო “მანჩესტერ სიტის” ლეგენდარულ ფეხბურთელად იქცა, 2011/2012 წლების სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდს პრემიერ ლიგა პირადად მოაგებინა.
კუნ აგუერომ პროფესიონალურ კარიერაში 663 მატჩში 379 გოლი გაიტანა და 118 საგოლე გადაცემა შეასრულა.
❗ @aguerosergiokun will give a statement on his future from Camp Nou at 12pm CET on Wednesday December 15. The first-team football player will be joined by FC Barcelona president, Joan Laporta. pic.twitter.com/PcgpeuytCZ
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 14, 2021





