საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე Voetbalkrant-მა ჟუპილერ ლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მიქაუტაძის “სერენმა” ლევან შენგელიას “ლიოვენი” 3:1 დაამარცხა. გიორგიმ მე-20 წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება შენგელიას, მან 71-ე წუთზე ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი გააკეთა.
“სერენი” ბელგიის ჩემპიონატში 16 ქულით მე-15 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 ნოემბერს “სენტ ტრუიდენთან” გამართავს.
21 წლის ქართველ ფორვარდს ამ სეზონში ბელგიური კლუბის მაისურით 11 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.





